|
2018-06-26 10:15:15, 632 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კომპანია „სვეტის“ დაზარალებულებს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც დაზარალებულებმა შეხვედრაზე განაცხადეს, დეველოპერული კომპანია „სვეტი,“ რომელსაც არცერთ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გააჩნია, მშენებლობის შეჩერების მთავარ მიზეზად მერიისგან ნებართვების გაუცემლობას ასახელებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისა და პრობლემის სხვაზე გადაბრალების მცდელობაა. კახა კალაძე დაზარალებულ პირებს მერიის კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და მშენებლობის გასაგრძელებლად ნებართვების დაჩქარებულ ვადაში გაცემას დაჰპირდა. მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მოსახლეობა არ დარჩეს დაზარალებული. „კომპანია „სვეტს“ ჰქონდა ნებართვების გარეშე დაწყებული მშენებლობები. ჩვენ მზად ვართ, ამ კომპანიის გარკვეულ ობიექტებზე ნებართვების გასაცემად იმისთვის, რომ მათ განაახლონ მშენებლობა. მირცხულავას ქუჩის მონაკვეთებზე, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 ბლოკებზე, უკვე მზად არის ყველაფერი ნებართვების გასაცემად. ეს იქნება პირობიანი ნებართვა, რომ კომპანიამ მოკლე და წინასწარ განსაზღვრულ ვადაში დაასრულოს სანებართვო პროცედურები სხვა ობიექტებზეც. ჩვენ მოვთხოვთ კომპანია „სვეტს“, რომ უახლოეს დღეებში განაახლოს მშენებლობა ძირითად ობიექტებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ კომპანია არის სიცოცხლისუნარიანი,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა. შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი დაზარალებულის, ბიძინა მშვილდაძის თქმით, თბილისის მერმა მოისმინა დაზარალებულთა პრობლემების შესახებ და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. „ჩვენ შეხვედრაზე ბატონი კახისგან მივიღეთ პრობლემის მოგვარების პროცესში სრული მხარდაჭერა. მან ადამიანურად აგვიხსნა მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები და მერიის შესაძლებლობები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ შევთანხმდით, რომ მერია ახლო მომავალში, ერთი კვირის ვადაში, კომპანიას მისცემს პირობიან ნებართვას მშენებლობის დასაწყებად. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენად აქვს კომპანიას მშენებლობის გაგრძელებისა და მენაშენეების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების რესურსი,“ - განაცხადა ბიძინა მშვილდაძემ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას არქიტექტურის სამსახურის უფროსი თეიმურაზ ბოლოთაშვილი დაესწრო.
(NS)
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)