2015-05-31 14:23:49, 336 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილზე: მან სახელმწიფოს შეურაცხყოფა მიაყენა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეობის დატოვების შესახებ, უარყოფითად აფასებს.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილმა ამ ნაბიჯით სახელმწიფოსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები, ასეთია მაგალითად მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან