|
2018-06-25 17:28:36, 1173 ნახვა
ეკონომიკა
ქეთევან ალექსიძე: საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება
საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო. თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამჯერ რეისებს ომანის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air ასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ გახსნა. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას. ,,ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება. 2018 წელი ამ კუთხით საკმაოდ წარმატებულია. საქართველოს ყველა აეროპორტში მგზავრთნაკადის უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა.მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. მხოლოდ 2018 წლის ოთხ თვეში ომანიდან საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23 % გაიზარდა და 6, 237 მგზავრი შეადგინა. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე სტატისტიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად ტრანზიტულ მიმოსვლას, მასკატიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც ემატება. 15 ივნისიდან უკვე დაიწყო ფრენები მასკატი-თბილისის მიმართულებით ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია სალამ-ეარმა ომანის სასულთნოში,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ. საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის ტრანზიტული მგზავრთნაკადის სტატისტიკა ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2015 წელს ომანის სასულთნოდან ტრანზიტით 4,068 მგზავრი შემოვიდა. 2016 წელს ამ კუთხით რეკორდული ზრდა, 297 % დაფიქსირდა და 16, 162 მგზავრი შეადგინა. 2017 წელს 39 % ზრდაა ამ მიმართულებით და 22, 439 მგზავრი. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air 2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)