10:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 13:58:41, 982 ნახვა

სამართალი
ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი გაათავისუფლეს

ანტისამთავრობო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირი, გაათავისუფლეს. 

როგორც კუპრავამ გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო მიზანი ჯერჯერობით მიღწეული არ არის და ბრძოლა გრძელდება.

“14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო საპროტესტო მუხტის დახშობა და იმ პროცესის განეიტრალება, რაც ხდებოდა რუსთაველზე. სხვა ახსნა ამას არ გააჩნია. ამ ბრძოლამ, ამ შეუპოვრობამ თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა, რადგან მხოლოდ კვირიკაშვილი შეიცვალა კვირიკაძეთი. დამნაშავეები დაუსჯელები არიან, მართალია, სისტემა მორყეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას, ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გაგრძელდება”,- აღნიშნა კუპრავამ.

ცნობისთვის, ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ ორი პირი 11 ივნისს, დილით, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
მოსკოვის დასავლეთით, მაღალსართულიან შენობას დრონი შეეჯახა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics