|
2018-06-25 12:41:11, 748 ნახვა
კომენტარი
დოლიძე: მოსამართლეების უვადო გამწესების პროცესი არის გაუმართავი, სისტემა ჩაკეთილია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს იმ 7 მოსამართლეს უყრიან კენჭს, რომლებსაც უვადო გამწესება სურთ. აღნიშნულ პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებენ. მათი თქმით, უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობა არ აქვთ გარედან მოსულ კანდიდატებს. საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეფასებით, სისტემა არის დახურული და კლანურად იმართება. „უვადო დანიშვნები ადასტურებს იმ პრობლემებს, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით, პროცესი არის გაუმართავი, გასაუბრება იყო სულ მცირე არაეთიკური, არ ამთავრებინებენ გამომსვლელებს სიტყვებს, ხშირად უსვამენ კითხვებს, რომლის ერთადერთი მიზანია, კონკურსანტმა თქვას ჩემი და ქალბატონი ნაზის საწინააღმდეგო აზრი. მთავარი სისტემური პრობლემა, რომელიც აქ გამოვლინდა არის, რომ სისტემა არის ჩაკეტილი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. მისივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს სხვადასხვა სასამართლოებში მისვლის პრობლემა აქვთ. დოლიძის განმარტებით, მოსამართლესთან გასაუბრება მთელ რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება. "მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ სასამართლოში მისვლა, მოსამართლეებთან საუბარი, რისი უფლებაც საბჭოს წევრს აქვს და დარჩება კიდეც რაც არ უნდა ბევრი ბიუროკრატიული წინაღობები შექმნან. ჩვენ წინაღობები გვექმნებოდა მანამდეც, მაგრამ ეს არის ამ წინაღობების მორიგი საფეხური და მორიგი გაფორმება“, - განაცხადა დოლიძემ.
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)