|
2018-06-22 17:02:32, 796 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალურ მომსახურების სააგენტო თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით ისევ აგრძელებს მოქალაქეების დასაქმების ხელშემწყობი ფორუმების ორგანიზებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჩართულობით ორგანიზებული დასაქმების ფორუმები მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დამსაქმებლისა და სამსახურის მაძიებელის კომუნიკაციის კარგად აპრობირებული და ეფექტური მეთოდია. დღეს, „თბილისი არტ ჰოლმა“ თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე 15-მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებლებისათვის 1500-მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა. თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან მოგვაწოდეს, ასევე, ფორუმზე წარმოდგენილი იყო ტექნიკური მიმართულების და ავეჯის ხელოსნების ვაკანსიებიც. აღნიშნული ღონისძიების ფორმატი ითვალისწინებს რეალური დამსაქმებლების და სამსახურის მაძიებლის ორგანიზებულ შეხვედრას და დაკავშირებას. ღონისძიებაზე დამსაქმებელი იღებს ინფორმაციას შრომის ბაზარზე არესებული კადრების შესახებ, ხოლო სამსახურის მაძიებელი ეცნობა, თუ რა ტიპის კვალიფიკაციის კადრებზეა მოთხოვნა. სამუშაოს მაძიებელი ერკვევა თავის შესაძლებლობებშიც, - პასუხობს თუ არა დამსაქმებლის მოთხოვნებს მისი უნარები, საჭიროებს თუ არა გადამზადებას და მომზადებას ახალი სპეციალობების ათვისებისთვის. ნაძალადევის ფორუმის გახსნაში მონაწილეობდნენ: სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე, საკრებულოს ნაძალადევის მაჟორიტარი დავით ჭელიძე და დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი. სამუშაოს მაძიებლებს მიეწოდათ ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ერთობლივი დასაქმების ფორუმების გამართვა კვლავაც გაგრძელდება. მოცემული დასაქმების ფორუმი ერთდღიანია, თუმცა მოქალაქების დიდი ინტერესის დასაკმაყოფილებლად წინსწრებით მოგაწვდით ინფორმაციას, რომ მომავალი ფორუმი უკვე დაიგეგმა და უახლოეს მომავალში ვაკის რაიონში ჩატარდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)