15:50 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 16:32:00, 745 ნახვა

საზოგადოება
„არა ბულინგს!“ - 24 ივნისს, ვაკის პოლიციის განყოფილებასთან აქცია გაიმართება

„არა ბულინგს!“ - ამ ლოზუნგით 24 ივნისს, 17:00 საათზე, ვაკის პოლიციის განყოფილებასთან აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შაკო კუჭაშვილის საქმეზე, რომელმაც მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, გამოძიება ჭიანურდება და შესაბამისი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს.

„უკვე 3 კვირა გავიდა მას შემდეგ რაც, შაკო კუჭაშვილმა მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები "ჟურნალისტ" ელისო კილაძის შვილ დავით ხარშილაძესგან მიიღო, გამოძიება გაჭიანურდა და შესაბამისი მოქმედებები აღარ მიმდინარეობს!

თუ აცნობიერებ შენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლიბას, მომავალი თაობის წინაშე!

თუ ხარ მომავალი თაობა და თვლი,რომ აღნიშნული ქმედება კილაძეების ოჯახის მხრიდან,არის პროგრესული ახალგაზრდის ბულინგი და შეიძლება შემდეგი შენ იყო!

თუ გინდა იცხოვრო, დეზინფორმაციის გარეშე! გინდა ობიექტურება!

მოდი კვირას, 24 ივნისს, 5 საათზე , რამიშვილის 31ში - ვაკის პოლიციასთან!“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

 

ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში დაიგეგმა:

 https://www.facebook.com/events/2147885782119083/





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics