|
2018-06-22 13:24:27, 1956 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ივლისში შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ივლისში შეხვდება, - ამის შესახებ Bloomberg იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრის ჩატარების ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიით შეხვედრა შესაძლოა ბრიუსელში, ნატოს სამიტის დაწყებამდე, 11-12 ივლისს ჩატარდეს; ხოლო მეორე ვერსიით - 13 ივლისს, მას შემდეგ რაც ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის გარეტ მარკიზის განცხადებით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რუსეთში გაემგზავრება და ლიდერების შეხვედრის დეტალებს განიხილავს. თავის მხრივ კრემლის მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ნატო-ს სამიტამდე პრეზიდენტების შეხვედრა უარყო, თუმცა აშშ-ის მრჩევლის ვიზიტი რუსეთში დაადასტურა. ცნობისთვის, პირველი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის "დიდი 20"-ის სამიტის ფარგლებში შედგა, რომელიც 2017 წლის ზაფხულში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)