|
2018-06-21 19:45:20, 956 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე - სამინისტროების რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, მთავრობის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მინიმუმ 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მმართველი გუნდის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ზოიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი სამინისტრო გაუქმდება. დეპუტატის თქმით, სტრუქტურული ცვლილებები მთავრობის ეფექტიან მუშაობას ემსახურება. "სტრუქტურული ცვლილებების არსი არის ის რომ უფრო ეფექტიანი და მოქნილი მთავრობა გვქონდეს, რომელიც უფრო დროულად, უფრო მეტ სარგებელს მიიტანს მოქალაქეებამდე. სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ დღეს. ამ კუთხით იყო შემოთავაზებული წინადადებები - კონკრეტულად რომელი სამინისტროები უნდა გაერთიანდეს, კონკრეტულად რა ფუნქციები უნდა გადავიდეს სხვადასხვა სამინისტროსთან, იმისათის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ კორუფციის რისკები, დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები იმისათვის, რომ მოხდეს სრულად ათვისება ჩვენი ქვეყნის იმ უზარმაზარი თანხების რომელიც შემდგომი 3 წლის განმავლობაში უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში. ინფრასტრუქტურაში ჩადებული თითოეული დოლარიდან ვიღებთ დაახლოებით 60 ცენტის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც უნდა გადანაწილდეს ყველა მოქალაქეზე, რათა დასრულდეს უთანასწორობა და სიღარიბე. ის საკითხები რაც მედიაში ვრცელდება, გიდასტურებთ, რომ ეს ყველაფერი არის განხილვის თემა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მუშაობას ხვალ ვაგრძელებთ. არ იყო საუბარი კონკრეტულ პირებზე და არც იმაზე თუ ვინ იქნება მინისტრი, რადგან ამ საკითხებს ჯერ მხოლოდ ერთი კუთხით განვიხილავთ. იყო საუბარი იმაზე, რომ მოქალაქეებს გავუადვილოთ იმ მომსახურების მიღება, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს მოსახლეობას. შეხვედრები ყველა ფორმატში იქნება. პრემიერი უკვე შეხვდა თავის კოლეგებს, თუმცა რადგან ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა ამ წინადადებებმა უნდა გაიარონ საპარლამენტო ფილტრი და შესაბამისად პარლამენტს მთავრობის რესტრუქტურიზაციის კუთხით ენიჭება გადამწყვეტი როლი", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. სამინისტროების რაოდენობას რაც შეეხება, ზოიძის განმარტებით, ცვლილებები სხვადასხვა სამინისტროებს შეეხება. "ჩვენი თვითმიზანი არ არის არც 11, არც 9 და არც 15 სამინისტრო. უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ცვლილებები შესაძლოა სხვა სამინისტროებსაც შეეხოს. ეს არ ნიშნავს იმას რომ რიცხვი შემცირდება, უბრალოდ რაღაც ფუნქციები შესაძლოა გადანაწილდეს სხვადასხვა სამინისტროებს შორის. რაოდენობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს არის მხოლოდ შემოთავაზებები და ამაზე მიდის მსჯელობა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)