2015-05-30 15:39:22, 452 ნახვა
პოლიტიკა
კლიჩკო: სააკაშვილი ოდესის ოლქში ცვლილებებს სწრაფად განახორციელებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესის გუბერნატორად დაინიშნა, ოლქში ცვლილებებს სწრაფად განახორციელებს, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„ველეპარაკე მიშა სააკაშვილს. ის ოდესაში წასვლას აპირებს. ვუსურვებ მას წარმატებას, რადგან ძალიან რთულ საქმეს კიდებს ხელს. მიშა საბრძოლო მზადყოფნაშია“, - წერს კლიჩკო საკუთარ Facebook-ის გვერდზე.
მისივე თქმით, სააკაშვილი ოდესის ოლქში პრაქტიკას ანახებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი ცვლილებები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან