18:52 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 14:12:03, 342 ნახვა

პოლიტიკა
ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების გეგმა იყო. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ევროკომისიის ბოლო ანგარიშით განსაზღვრული რეკომენდაციები და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად გაწერილი გრაფიკი განიხილეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობა აქტიურად იმუშავებს, რათა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფინალური ეტაპით გათვალისწინებული პროცედურები გეგმის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარმატებულად შეფასდა რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი. ასევე, ხაზი გაესვა იმ პოლიტიკური მესიჯების მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რიგაში, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებისას მიიღო და რომელთა თანახმად, პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მიღებულია, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics