11:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 13:49:00, 481 ნახვა

რეგიონი
ახალციხეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერსა-მუგარეთის და გიორგიწმინდას მექანიკური სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ობიექტზე მოეწყო წყლის სატუმბი სადგურები და აღიჭურვა შესაბამისი ელექტრო დანადგარებით, დამონტაჟდა ჭები და მილხიდები. არხების დაზიანებული მონაკვეთების ნაცვლად მოეწყო ახალი ნაწილები; ის მონაკვეთები კი, რომლებიც დემონტაჟს არ საჭიროებდა და დაგროვილი შლამის გამო წყალს სათანადოდ ვერ ატარებდა, გაიწმინდა და მოწესრიგდა. 

სატუმბი სადგურის ტერიტორია შემოიღობება და მოეწყობა სისტემასთან არსებული სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები.

ფერსა-მუგარეთისა და გიორგიწმინდას სარწყავ სისტემებზე მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტში დამატებით 222 ჰექტარ მიწის ფართობს მორწყავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რაც ჯამში რეგიონის 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics