|
2018-06-19 17:17:04, 627 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობას: შეიძლება, თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ბოლოჯერ მეძლევა
„მე შეიძლება, ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. მან სასამართოს რეფორმაზე ისაუბრა და „ნაციონალური მოძრაობა“ გააკრიტიკა. „უმრავლესობას მივმართავ, მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა, თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, მინდა ეს ყველამ კარგად ჩემგან გაიგონოთ დიდი მოკრძალებით: „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალი დანაყოფები, პარტიებად რომ ჩამოყალიბდნენ და მხარდამჭერები, საერთო სასამართლოებს და საკონსტიტუციო სასამართლოს აი ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. ამიტომ არიან უყმაყოფილოები ამ რეფორმით და იქნებ უმრავლესობაში აი ამ მიმართულებით დაიწყოთ ანალიზი. რატომ არიან ისინი იმ სასამართლო რეფორმებით უყმაყოფილო რომელიც მოსწონს ევროკავშირს, რომელიც მოსწონს ვენიციის კომისიას, მაგრამ არ მოსწონთ მათ იმიტომ, რომ ვეღარ ალაგებენ სასამართლოებში ვერც საარჩევნო დავებ, ვერც სისხლის სამართლის პროცესებს და ვერც იმ დავებს, სადაც ისინი მხარეები არიან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. დილიდან მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე წარდგნენ. ამის შემდეგ, მათ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოუსმინეს. მთავრობს შემადგენლობა დღეს ასევე ოპოზიციური პარტიების წინაშე წარდგება. ხვალ კი, პლენარულ სხდომაზე ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)