|
2018-06-19 16:00:39, 581 ნახვა
კომენტარი
გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა სიტყვით გამოსვლისას საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებაზე გააკეთა აქცენტი. ,,მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი, სრულად უზრუნველყოფილი და აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების ხარისხის გაზრდას. საერთოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამოძიების ხარისხზე აქცენტი ეს არის ჩვენი ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვიმუშავებთ უახლოესი წლების განმავლობაში, რამეთუ ბოლო წლების მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განსაკუთრებით საგამოძიებო კომპონენტი იყო ნიველირებული და დღეს ჩვენ ძირითად რესურსებს მივმართათ იქითკენ რომ საგამოძიებო კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოველთვიურად და ყოველწლიურად იყოს უფრო ძლიერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)