|
2018-06-19 12:04:33, 743 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი არ გამორიცხავს, გუნდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაყოფაზე იმსჯელონ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი, არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს გაყოფაზე გუნდში მსჯელობა გაიმართოს. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს გაყოფა მიზანშეწონილი არ იქნება. “შეიძლება იყოს მსჯელობა და გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერებაზე, ისე, როგორც არასდროს, გარემოს დაცვის მიმართულება გაერთიანებული სამინისტროს შემთხვევაში არის გაძლიერებული. გარემოს დაცვის ყველა მიმართულებას მეტი, უფრო კომპეტენტური და უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე სტრუქტურა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენი განვითარება მდგრადი განვითარების პრინციპებს პირდაპირ უკავშირდება. ამიტომ ჩემი აზრით, სამინისტროს გაყოფა, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, სამინისტროს გაყოფის მომხრეები არიან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები - გია გაჩეჩილაძე და კახაბერ კუჭავა ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება თავიდანვე არ უნდა მომხდარიყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)