11:32 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-30 10:02:43, 1338 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ჯერჯერობით არ დანიშნულა

უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკო მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის.

ამის შესახებ შევჩენკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლაც მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა თანამდებობაზე დანიშვნას, არამედ რეკომენდაციას უკრაინის პრეზიდენტისთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს. საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული", - წერს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი.

იგორ შევჩენკო აღნიშნავს, რომ ახლა ის იმედოვნებს, პრეზიდენტი მთავრობის ამ წარდგინებას მხარს დაუჭერს და მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად დანიშნავს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველია რეფორმების საკითხებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსმა უარყო, რომ ირანისგან აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ ინსაიდერული ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია მიიღო
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე– აგენტურა, არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი
წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა
მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში - ქართული საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics