13:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 19:24:07, 618 ნახვა

საზოგადოება
GE-001 - საქართველოში პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი "დრონი" დაარეგისტრირა.

სააგენტოს ინფორმაციით, DJI Hexa Copter Matrice 600 ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ფიზიკური პირია, რომელიც "დრონის" მეშვეობით საჰაერო ფოტოგადაღებას და სააგენტოს თანხმობით ცალკეულ შემთხვევებში სხვადასხვა სახის საგნების გადატანას ახორციელებს. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდი მრავალფუნქციური დანიშნულებისაა და პროფესიული საჰაერო ფოტოგადაღების გარდა, სხვადასხვა სახის ინდუსტრიაში გამოიყენება.  „დრონის" მაქსიმალური ასაფრენი მასა საშუალოდ 15.5 კილოგრამია, რა დროსაც მას 6 კილოგრამი წონის სპეციალური სასარგებლო ტვირთის გადატანის უნარი გააჩნია. პირველ რეგისტრირებულ უპილოტო საჰაერო ხომალდს სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი -  GE-001 მიენიჭა.

უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 5 კილოგრამს ექვემდებარება რეგისტრაციას. ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. რეგისტრაცია ხორციელდება, თუ უ.ს.ხ. არ არის რეგისტრირებული სხვა რომელიმე სახელმწიფოს რეესტრში. რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო (რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს უპილოტო საჰაერო ხომალდის სხვა პირზე საკუთრებაში გადაცემისას, უპილოტო საჰაერო ხომალდის დაკარგვისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში). სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. მონაცემთა ბაზაში შეტანილ უპილოტო საჰაერო ხომალდს ენიჭება ამოსაცნობი 5 ციფრიანი ნიშანი.

უპილოტო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

·         განაცხადი;

·         რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

·         პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);

·         ტექნიკური და საფრენოსნო მახასიათებლების ამსახველი დოკუმენტები.

„უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციისა და ფრენის, აგრეთვე უპილოტო საჰაერო სისტემისა და უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის, გამოყენებისა და შეზღუდვების წესები" 2017 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის, ასევე სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის მოთხოვნები 2017 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა ძალაში. რეგულაცია ადგენს უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ნორმებს და მისი მიზანია ფრენის უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საჰაერო სივრცეში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics