|
2018-06-15 15:24:19, 2676 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში თალიბანის ლიდერი, მულა ფაზლულა მოკლეს
ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო ზონაში პაკისტანის თალიბანის ლიდერი, მულა ფაზლულა მოკლეს. Reuters-ის ინფორმაციით, ის აშშ-სა და ავღანეთის ერთობლივ ავიაიერიშს შეეწირა. აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ავიადარტყმები კუნარის პროვინციაში განახორციელა. მედიის ცნობით, სპეცოპერაციას დაჯგუფების კიდევ 4 საველე მეთაური ემსხვერპლა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოძრაობის სამი ექსტრემისტის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 11 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა, აქედან $5 მილიონი მულაჰ ფაზლულაჰის დაკავებისთვის იყო გამოყოფილი. ფაზლულაჰი ცნობილი გახდა ტერორისტული თავდასხმებით. მათ შორის 2014 წელს სკოლაზე თავდასხმაც არის, რომლის დროსაც 132 ბავშვი მოკვდა. ასევე, 2012 წლის სროლით, რომლის დროსაც მალალა იუსუფაი დაიჭრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)