|
2018-06-15 14:46:33, 688 ნახვა
სამართალი
ომბუდსნემი მირზა სუბელიანის საქმეზე დამატებითი გამოძიების დაწყებას ითხოვს
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ომბუდსმენმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე მირზა სუბელიანის დაკავებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს, თუ რა კავშირი აქვს სუბელიანს ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმესთან. „ვიცით, რომ დაიჭირეს მირზა სუბელიანი, ის ბრალს აღიარებს, თუმცა, ეს არაფერს ცვლის და საბოლოოდ, ბრალი უნდა დაუმტკიცდეს სასამართლოს მიერ, მაგრამ ჩვენ არაერთგზის გვესმოდა, რომ ის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროში და მისი გავლენები უკავშირდება თუნდაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, რომელიც ფაქტობრივად დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესწავლილი მაქვს ყველა საქმე, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ყველა ასეთ საქმეზე სტრასბურგი საქართველოს ეუბნება, რომ უნდა გამოიძიოთ და პასუხისგებაში მისცეთ ყველა ის პირი, ვინც ამაში მონაწილეობდა. ფაქტია, რომ ამ კაცის სახელი და გვარი ბევრ საქმეში როგორც არაფორმალური გავლენის მქონე ადამიანის, ფიგურირებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, მირზა სუბელიანი 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალად ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ბრალდება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სუბელიანმა თავი დამნაშავედ ცნო.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)