21:06 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 12:46:08, 924 ნახვა

ეკონომიკა
ქართველი დიზაინერების პროდუქცია პარიზის შოურუმებში იქნება წარდგენილი

19 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 7 ქართველი დიზაინერის პროდუქცია, საფრანგეთში, ქალაქ პარიზში „Moredash Showroom“; „MisonPyramide“, „Paper Mache Tiger“ შოურუმებში იქნება წარდგენილი.

საერთაშორისო მნიშვნელობის შოურუმები, რომლებიც პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ოთხჯერ იმართება, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 100-მდე კომპანიასა და 130-ზე მეტ შემსყიდველს (ე.წ ბაიერი) და პრესის წარმომადგენელს მასპინძლობს.

სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, შოურუმში შემდეგი ქართული ბრენდები წარდგებიან: “N-Duo”, “Dalood”, “Anouki”, “Tamuna Ingoroyva”, “Lako Bukia”, “Materia Tbilisi”, Ltd “Lya”. შოურუმების ფარგლებში თითოეული ბრენდის წარმომადგენელსა თუ დიზაინერს საშუალება ექნება პროდუქცია ცნობილ შემსყიდველებს (ე.წ ბაიერებს) გააცნონ, დაამყარონ ბიზნესკავშირები პოტენციურ დამკვეთებთან და მოახდინონ წარმოებული პროდუქციის, როგორც პოპულარიზაცია ასევე საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და სამომავლო რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics