2015-05-29 16:19:11, 449 ნახვა
პოლიტიკა
FIFA-ს კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) კონგრესის წევრებმა ასოციაციის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების მუქარის შესახებ შეტყობინება მიიღეს.
ციურიხის პოლიციამ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების შესახებ მუქარა დაადასტურა.
გავრცელებული ცნობით, შენობა უკვე დაათვალიერეს და დელეგატებმა მუშაობის გაგრძელება შეძლეს.
ციურიხში დღეს FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი,ალი ბინ ალი ჰუსეინი არიან. აღსანიშნავია, რომ ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები კორუფციული სკანდალის ფონზე იმართება. შვეიცარიის პოლიციამ ორი დღის წინ კორუფციაში ეჭვმიტანილი FIFA-ს 9 მაღალჩინოსანი დააკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან