|
2018-06-15 12:22:41, 2037 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის პროკურატურამ დონალდ ტრამპის, მისი ფონდისა და შვილების წინააღმდეგ საქმე აღძრა
ნიო-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ბარბარა ანდერვუდმა, მასშტაბური და სისტემატიური კანონდარღვევის ბრალდებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მის ფონდსა და სამ შვილს სასამართლოში უჩივლა. ამასთან პროკურატურამ დონალდ ტრამპის საქველმოქმედო ორგანიზაცია Trump Foundation-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. BBC-ის ცნობით, ბარბარა ანდერვუდი აცხადებს, საქველმოქმედო ორგანიზაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო „უკანონო პოლიტიკურ კოორდინაციას“ აწარმოებდა. კერძოდ, ორგანიზაცია მის სახელს და ფონდს დონალდ ტრამპის კანდიდატურის მხარდასაჭერად იყენებდა. აღნიშნული აქტივობები კი თავად დონალდ ტრამპისგან იყო ნაკარნახევი. სარჩელში ნათქვამია, რომ ტრამპის კუთვნილი გოლფკლუბისა და კურორტის სამართლებრივი დავის მოსაგვარებლად ფონდმა 258 ათასი დოლარი გადაიხადა. ამასთან, ფონდმა დონალდ ტრამპის პორტრეტისთვის, რომელიც ერთ-ერთ გოლფკლუბში დაკიდეს, 10 ათასი დოლარი გამოყო. პროკურორი მოითხოვს, რომ ნიო-იორკის შტატში დონალდ ტრამპს ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ათი წლის განმავლობაში აეკრძალოს. ხოლო მის შვილებს ერთი წლის განმავლობაში. პროკურატურის ბრალდებას უარყოფენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებებში გარეულები არასდროს ყოფილან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)