21:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 20:47:35, 758 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ბახტაძის მიერ ენმ-ს დაფინანსებაზე: ასეთ მდგომარეობაში მაშინ ასობით კომპანიის დირექტორი აღმოჩნდა

„როგორც მე მახსოვს, ამაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იყო იმ სქემის ნაწილი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ასობით კომპანიის დირექტორი“, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, 2012 წლის აგვისტოში, ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ათასი ლარით დააფინანსა.

მდინარაძის თქმით, ამაზე საუბარი იყო მაშინ, როდესაც ის მინისტრად ინიშნებოდა, თუმცა მისივე თქმით, ბახტაძემ ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.

„მე ვერ გეტყვით, რომ ზუსტი ინფორმაცია მაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ზოგადი ინფორმაცია მაქვს. ეს საკითხი აქტუალური დღეს არ გამხდარა, ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბახტაძე მინისტრად ინიშნებოდა. გახსოვთ ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ საშინელი სქემა, როდესაც კომპანიების დირექტორების სახელით ისინი რიცხავდნენ ხოლმე თანხებს პარტიის ანგარიშზე და ამაში მათ მონაცემებს იყენებდნენ. როგორც მე მახსოვს, ამაში თავად ბახტაძეს მონაწილეობა არ მიუღია და ეს იყო იმ სქემის ნაწილი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ასობით კომპანიის დირექტორი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics