10:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 15:44:54, 919 ნახვა

სამართალი
ზაზა სარალიძე შსს-ში დაიბარეს

ხორავას ქუჩზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ამის შესახებ სარალიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„გადადგა ნაბიჯი როგორც იქნა შსს-მ. 16.00 საათზე დამიბარეს დაკითხვაზე ორთაჭალაში“, - წერს ზაზა სარალიძე.

არსებული ინფორმაციით, სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.

1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics