|
2018-06-12 15:17:37, 3728 ნახვა
სპორტი
სააკაშვილი: მთავრობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა მოსკოვთან შეთანხმებული მორიგი თოჯინებით
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლებამ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა. „პითონი კა ცდილობს კანი შეიცვალოს. ივანიშვილის სისტემა შეტორტმანდა სახალხო ზეწოლის ქვეშ და ის ემზადება მთავრობის შესაცვლელად. საქართველოს "მთავრობა" აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ოლიგარქის მორიგი (მოსკოვთან შეთანხმებული) თოჯინებით. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება სახალხო ნდობის მქონე მთავრობა, უცხოელი, სასურველია ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში, სახალხო ნდობით აღჭურვილი პროკურორი (შესაძლებელია უცხოელი იურისტის მოწვევა) და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ჩატარებული საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის და არა ოლიგარქის მიერ“,- წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)