|
2018-06-12 10:59:01, 773 ნახვა
საზოგადოება
„რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის – საქართველოს ორთოფოტო“ პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის – საქართველოს ორთოფოტო" პროექტის პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ და ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს დირექტორმა ჰელგე ონსრუდმა გახსნეს. მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს პროექტის შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი საბაზისო გეოგრაფიული მონაცემები, მათ შორის, უახლესი ორთოფოტოები და რელიეფის ციფრული მოდელი გააცნეს. ღონისძიებაზე პოტენციური მომხმარებლების, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების მიერ პროექტის შედეგად მოპოვებული გეოგრაფიული მონაცემების გამოყენების საკითხზეც გაიმართა მსჯელობა. "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნორვეგიის მთავრობის დახმარებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთელი ტერიტორიის საბაზისო გეოგრაფიული მონაცემების შექმნას ითვალისწინებს. დღეს უკვე ხელთ გვაქვს მაღალი ხარისხის ორთოფოტოგეგმები, რაც, გარდა უშუალოდ სააგენტოს საჭიროებებისა მიწის რეგისტრაციისა თუ კადასტრის მიმართულებით, ყველა აქ წარმოდგენილი უწყებებისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია საქმიანობის დასაგეგმად, რისკების შესაფასებლად და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად,"– აღნიშნა ივანე ცარციძემ. ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს დირექტორის ჰელგე ონსრუდის განცხადებით, საჯარო რეესტრსა და ნორვეგიის მთავრობას შორის თანამშრომლობა გრძელდება და პროექტის მომდევნო ეტაპი იმავე ტერიტორიული არეალებისთვის მაღალხარისხიანი ციფრული ვექტორული რუკების შექმნას ითვალისწინებს. „ნორვეგიის მთავრობამ გამოყო გრანტი საქართველოსთვის, რათა ეწარმოებინა მაღალი რეზოლუციის მქონე ორთოფოტოები 40 000 კვმ კილომეტრისთვის. ამ პროექტის ფარგლებში წარმოებული ორთოფოტოების აეროგამოსახულებები გამოყენება შესაძლებელია ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის მიწის რეგისტრაციისთვის, სამშენებლო სამუშაოებისთვის, ასევე ვექტორული რუკების შესაქმნელად. ჩვენმა მთავრობამ ასევე, გამოყო ახალი გრანტი, რომლითაც უკვე შესაძლებელი ხდება ახალი მაღალხარისხიანი ციფრული ვექტორულ რუკების შექმნა იმავე არეალებისთვის“, - აღნიშნა ჰელგე ონსრუდმა. ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის: საქართველო ორთოფოტო" ფარგლებში 2016-2017 წლებში საქართველოს ტერიტორიის 40000 კვ.კმ.-ის გადაღება განხორციელდა და მათ საფუძველზე მაღალი რეზოლუციის (20 სმ.) ორთოფოტოები და რელიეფის ციფრული მოდელი (DTM) შემუშავდა.
(NS)
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)