19:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 14:19:07, 852 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემული დახმარებით მივიღეთ ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს შპს „ტიფლის ტექსტილი" ოფიციალურად გახსნა - საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით სარგებლობს.

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმოს მუშაობას გაეცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს" საწარმოს ასაშენებლად თბილისში, 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე  არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და უფუნქციო იყო.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კომპანია „ტიფლის ტექსტილმა" საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით,  წინდების მწარმოებელი საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს -  ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.

„ეს დახმარება ღირს იმ  შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ -  ევროპის უმაღლესი  სტანდარტით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც დღეს უკვე აწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვების წინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. დღეისთვის საწარმოში ჯამურად უკვე 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით,  საწარმოში პირველ ეტაპზე უკვე 50 ადამიანია დასაქმებული, მეორე ეტაპზე კი სულ მცირე ამდენივე სამუშაო ადგილი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ტიფლის ტექსტილს" მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იქნება, გამომდინარე მისი ხარისხიდან და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - პროდუქცია განკუთვნილია ექსპორტისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს ჩვენს საგადასახადო ბალანსს და ქვეყანაში მეტ ვალუტას შემოიტანს", - აღნიშნა  დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics