20:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 14:04:09, 1078 ნახვა

კომენტარი
მერაბ მორჩაძე - რა ზეწოლაზეა საუბარი? არც ერთხელ არ დავლაპარაკებივარ კალანდიას დედამისის გარეშე

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების მოსყიდვისა და დაშინების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა, თავად მორჩაძე ბრალს არ აღიარებს. მორჩაძე ამბობს, რომ მოსყიდვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და მიხეილ კალანდიას მხოლოდ რჩევები მისცა.

 მისივე თქმით, ის სულ სამჯერ იმყოფებოდა კალანდიების სახლში, თუმცა მას პირადი საუბარი მიხეილ კალანდიასთან არ ჰქონია.

„რა ზეწოლაზეა საუბარი? რა თანხა შევთავაზე ? არ დავლაპარაკებივარ მას დედამისის გარეშე. გასული იყო თვენახევარი მე რომ მივედი ამ ბავშვებთან.  სპეციალურად არ მივდიოდი სანამ არ მივიღე მესიჯი: „მერაბ, ჩვენ მეტი რა გაგვიჭირდება? სად ხარ? რატომ არ მოდიხარო?". ტელეფონის ნომერი ვერ ვიცანი და ჩავთვალე, რომ რეკავდა ეს ხალხი, და იმის გამო რომ ესენი არიან ჩვენი ახლო ნათესავები. არც არაფერი ფული შემითავაზებია სიტყვაც კი არ მითქვამს, ან ესე თქვი მიშა, ან ისე თქვი. მან მკითხა, მერაბი ბიძია,  როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზეო? მე ვუთხარი, რომ შენ უნდა თქვა სიმართლე, მოდი შვილო სიმართლე ილაპარაკე რაც შენ დაინახეა. ამის მეტი სიტყვა არ მითქვამს“,- განაცხადა მორჩაძემ  სასამართლო სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics