11:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 19:16:59, 1415 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი კახეთში, ავარიის ადგილზე მივიდა და საგამოძიებო მოქმედებებს პირადად გაეცნო [ვიდეო]

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე მივიდა და საგამოძიებო მოქმედებებს პირადად გაეცნო.

ამასთან, მინისტრმა თელავის რეფერალურ საავამდყოფოში ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო.

შეგახსენებთ, გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი, რომლითაც მე-6 კლასის მოსწავლეები თბილისიდან ექსკურსიაზე მიყავდათ, ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. რაც შეეხება დაშავებულებს, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით 21 პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მოგვიანებით კი, მათგან სამი თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებულებს შორის 12 ბავშვია.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. შსს-ს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics