06:39 - 06 Jun, 2026
|
2015-01-20 10:22:47, 2169 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელი ბოგის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზეზვა უ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ამოღებული სამასალე მერქნის საერთო მოცულობამ 9,45 კუბური მეტრი შეადგინა ,ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 1039,5 ლარია. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)