|
2018-06-08 18:45:25, 2713 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთში საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონია საზეიმოდ გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა და ტალინის მერმა, ტაავი აასმა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს თეა ახვლედიანმა სიტყვით მიმართა. ელჩმა აღნიშნული ღონისძიების მნიშვნელობა და ისტორიული კონტექსტი მიმოიხილა და საქართველო-ესტონეთისთვის მემორიალური დაფის სიმბოლურ დატვირთვას გაუსვა ხაზი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ესტონეთის მთავრობის, პარლამენტის, ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურული წრეების, მედიის, აგრეთვე ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიის მხარდაჭერით, საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)