|
2018-06-08 13:09:09, 1728 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ავსტრიის კანცლერს ვენაში დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცს ზაფხულში ვენაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტრამპთან დაკავშირებას და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა. „ავსტრიელები მზად არიან საკუთარ ქვეყანაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა ჩაატარონ. მოლაპარაკებების მიზანი სირიის, უკრაინისა და სხვა საკითხების ირგვლივ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირებაა“,- წერს გამოცემა. როგორც ირკვევა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა რუსულ მედიას უკვე დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სებასტიან კურცი მათ უკვე დაუკავშირდა და ტრამპი-პუტინის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)