19:45 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 11:07:36, 1124 ნახვა

ეკონომიკა
„ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას და წარმოების გაფართოებას გეგმავს

ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო" ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს პოზიტიურად აფასებს და საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას, წარმოების  გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაქს ბლაუენშტაინმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კომპანიის მიერ ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდის საფუძველია. ამ დროისათვის, „ბლაუენშტაინ საქართველოს" მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია, 27 მლნ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, რაჭის ეს მოდელი სხვა მთიან რეგიონებშიც წარმატებით უნდა განხორციელდეს, რაც ადგილობრივების დასაქმებას და სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ბიზნესმენების - მაქს ბლაუენშტაინისა და ირაკლი კერვალიშვილის მიერ რაჭაში დაარსებული ქართულ-შვეიცარიული კომპანია ნატურალურ პროდუქციას ტრადიციული მეთოდებით და ამავდროულად, ევროპული სტანდარტებისა და რეცეპტების გამოყენებით  აწარმოებს.

ამ ეტაპზე „ბლაუენშტაინ საქართველო" 4 სათაო და 10 პარტნიორ ფერმას ფლობს, აგრეთვე, აქვს საკუთარი პირველადი დამუშავების საწარმო და ერთი საფირმო მაღაზია თბილისში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics