18:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:51:40, 345 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports Holding-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, TAV Airports Holding-ის ინვესტიციებს საქართველოში და მასთან შეთანხმების განახლებული ვერსიის ხელმოწერას, რაც ორწლიანი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტ სანი შენერთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ტერმინალის რეაბილიტაცია, საუბრის მთავარი თემები იყო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.

„საქართველოს მთავრობის ორწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, წამყვანი იურიდიული კომპანიების ჩართულობით, TAV Airports Holding-თან ხელი მოეწერა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შედგენილ ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სამუშაოები, რომელიც TAV Airports Holding-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეასრულოს. TAV Georgia საქართველოში ინვესტირებას განაგრძობს, ხოლო აეროპორტის ოპერირების ვადა, კომპანიას 2027 წლამდე განესაზღვრა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics