2018-06-06 17:44:23, 843 ნახვა
საზოგადოება
საქართველო-სომხეთის საზღვართან კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა
საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 26 კილომეტრში, 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთის ტერიტორიაზე, 8 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, ნგრევის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა დღეს დილითაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შედგინა.
გარდა ამისა, გუშინ, კიდევ ერთი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისსა და რუსთავშიც იგრძნობოდა.
ავტორი: ,