|
2018-06-06 14:17:18, 1064 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ CIS Wealth-თან ერთად დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი გამართა
"საქართველოს ბანკმა", CIS Wealth-თან ერთად საქართველოში, დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი (International Wealth Forum) გამართა. "საქართველოს ბანკის" ინიციატივით გასულ წელს პირველად ჩატარდა დაგროვილი ქონების მართვის შესახებ (Wealth Management) ფორუმი, წელს კი აღნიშნულ ღონისძიებას საერთაშორისო CIS Wealth-ი შემოუერთდა. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ როგორც "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის კლიენტები ასევე, საერთაშორისო სპიკერები და დელეგატები ისეთი სფეროებიდან როგორიცაა: საკონსულტაციო და იურიდიული სფერო, საბანკო სექტორი, დაგროვილი ქონების მართვის მენეჯმენტი, აქტივების მართვა და საინვესტიციო მიმართულება. საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია Galt&Taggart-მა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საბროკერო, კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურებისა და კვლევის შესახებ. ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი საინტერესო თემები როგორიც არის: დაგროვილი ქონების მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობები, საგადასახადო გეგმა, საქართველოში ბიზნესის კეთების საკანონმდებლო და ეკონომიკური შესაძლებლობები. ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა და გამომსვლელებმა, ასევე იმსჯელეს უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, OECD კონვენციის იმპლემენტაციაზე და საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვის სქემებზე. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა. როგორც, "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ განაცხადა, „საქართველოს ბანკს“ დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით მართლაც დიდი გამოცდილება აქვს და ის არაერთხელ იქნა აღიარებული International Finance Magazine (IFM)-ის მიერ, როგორც საუკეთესო მომსახურე ბანკი დაგროვილი ქონების მართვის კუთხით. „მოხარულები ვართ, ვიყოთ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საერთაშორისო ფორუმის გენერალური პარტნიორები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, დეტალურად და მრავალმხრივ გაგვეცნო მოწვეული სტუმრებისთვის ჩვენი შესაძლებლობები კერძო საბანკო სერვისების მიმართულებით. ასევე, საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები. ჩვენს ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებს გავუზიარეთ ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სერვისები როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა, თელ ავივსა და კვიპროსში. საქართველოს ბანკს დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით მართლაც დიდი გამოცდილება აქვს და ის არაერთხელ იქნა აღიარებული International Finance Magazine (IFM)-ის მიერ, როგორც საუკეთესო მომსახურე ბანკი დაგროვილი ქონების მართვის კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საქართველოს ბანკში ბევრი შესაძლებლობაა და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით საქართველო რეალურად გახდეს რეგიონალური საბანკო ცენტრი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით“,- განაცხადა კიკნაველიძემ. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://cis-wealth.com/
(R)
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)