18:37 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 17:17:16, 346 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს სომხეთის  ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,  ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - რესპუბლიკის დღე. 

მინდა ავღნიშნო, რომ სომეხმა ხალხმა გრძელი გზა გამოიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებით ვითარდება. მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა  და გისურვოთ თქვენ და მოძმე სომეხ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics