18:09 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 11:08:37, 1056 ნახვა

ეკონომიკა
IDFI – 2013-2017 წლებში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 595 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც 2013-2017 წლებს მოიცავს.

IDFI-ის ცნობით, კვლევამ სარეზერვო ფონდის ხარჯების შემდეგი ტენდენციები გამოავლინა:

2013 წლიდან 2017 წლამდე, ჯამში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს - 172 მლნ ლარზე მეტი;

წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდის საგრძნობი ნაწილი იხარჯებოდა არა ფორს-მაჟორულ ან გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე, არამედ საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე, ისევე როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებაზე ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე;

 თემატური თვალსაზრისით, ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად - 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა, ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება - 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26%).

 

სრული კვლევა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics