2018-06-05 11:41:31, 1327 ნახვა
პოლიტიკა
პროტუგალია სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას მკაცრად გმობს
პორტუგალია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, - ამის შესახებ პორტუგალიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„პორტუგალიის მთავრობა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის აშკარა დარღვევა, გაერო-ს წესდებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით“, – ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის განცხადებაში.
ავტორი: ,