2018-06-04 16:00:00, 1100 ნახვა
საზოგადოება
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდნენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევიდა.
სარალიძესთან ერთად პრემიერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი შეხვდებიან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, შეხვედრას აუცილებლად დაესწრებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახლახო დამცველი ნინო ლომჯარია.
აღსანიშნავია, რომ პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ შეუშვეს. თავდაპირველად, სარალიძე აცხადებდა, რომ მათ გარეშე პრემიერს არ შეხვდებოდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა.
ავტორი: ,