02:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 14:44:56, 1190 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა ?

„პოლიტიკოსებმა, ვიდრე მოთხოვნებს გაავრცელებენ, კონსტიტუციას უნდა ჩახედონ”, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავრობის გადადგომის შესახებ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას.

როგორც ბესელიამ განმარტა, ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა კონსტიტუციით აკრძალულია.

"იმ პოლიტიკურ პარტებს მინდა ვუპასუხო, ვინც მთავრობის გადადგომის მოთხოვნებს აყენებს, მათ რა ლეგიტმაცია აქვთ ეს მოითხოვონ? ვადამდელი არჩევნები როგორ დაინიშნება ახლა, როცა ეს კონსტიტუციით აკრძალულია, წინააღმდეგობრივია კონსტიტუციასთან ამიტომ პოლიტიკოსებმა ვიდრე მოთხოვნებს გაავრცელებენ კონსტიტუციას უნდა ჩახედონ. ქარდავას, რურუას და კიდე დანარჩენებს მივმართავ, რა ლეგიტიმაციით ლაპარაკობენ? ამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წელს, მოემზადონ ეს პარტიები და მოიპოვონ მოსახლეობის ნდობა. მაინტერესებს, მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა?", - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics