|
2015-05-28 12:47:11, 487 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: შეუძლებელია საქართველომ მტერს აჯობოს რამით, გარდა ელიტური ჯარისა და განათლებული თაობისა
„შეუძლებელია საქართველომ მტერს აჯობოს, გარდა ელიტური ჯარისა, განათლებული თაობისა და განსაკუთრებული ახალგაზრდობისა“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გორში თავდაცვის აკადემიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მისთვის მთავარი პრიორიტეტი სამხედრო განათლებაა. „დღეს მნიშვენლოვანია თარიღია აკადემიისთვის. 22 წელი არ არის დიდი დრო , თუმცა ხანდახან შესაძლოა მთელი ისტორიაა ს ჩვენს შემთხვევაში ეს მთელი ისტორიაა. ისტორია, რომელიც იყო წინააღმდეგობებით სავსე და ეს სკოლაც ამ ისტორიის ნაწილია. წინააღმდეგობებით სავსე, რთული, მაგრამ საამაყო. ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სამხედრო განათლება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი პრიორიტეტია. შეუძლებელია საქართველომ მტერს თუ მოწინააღმდეგეს რამით აჯობოს , გარდა ელიტური ჯარისა, გარდა განათლებული თაობისა და განსაკუთრებული ახალგაზრობისა, რომელიც მზად არიან საკუთარი პროფესიონალიზმით, საკუთარი განათლებით, განსაკუთრებული შესაძლებლობებით ტოლი არ დაუდონ არავის და ყველა რთულ ვითარებაში გაიმარჯვონ. ეს სკოლა სწორედ ამისი დასტურია, სკოლის არსი სწორედ ეს არის და ამ მიზნისთვის უნდა ვმოქმედებდეთ ყოველდღიურად. აკადემიის კურსდამთავრებულთა ღვაწლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაკუთრებულია, ფასდაუდებელია. პატივი უნდა მივაგოთ ყველა ახალგაზრდებს, რომელბმაც საკუთარი თავი გაწირეს სამშობლოს თავისუფლებისთვის და ჩვენი მომავლისთვის“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა პირველ იუნკერებზე, ოფიცრებზე და საქართველოს ღირსეულ წარსულზე ისაუბრა. ხიდაშელის თქმით, პირველი ოფიცრები საქართველოს ღირსეული წარსულია. „აკადემია იუნკერთა სკოლის ღირსეული შთამომავალია, იუნკრებო მოგმართავთ თქვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ელიტა დღეს ყალიბდება აქ. ამ სკოლაში იზრდება ის თაობა, რომელმაც საფუძველი უნდა დაუდოს კიდევ ერთხელ ძლიერ, წარმატებულ ქართულ ჯარს. დღეს ჯერი თქვეზეა პირველი იუნკრები დამოუკიდებელი საქართვრელოს პირველი ოფიცრები ჩვენი საამაყო ღირსეული წარსულია, რომელზეც ყოველ დღე შეგვიძლია ვისაუბროთ, შეიძლება ხანდახან თვალზე ცრემლი მოგვადგეს, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ამაყი. იმ ბრძოლით, შემართებით, ვაჟკაცობით, რომელიც თითქმის ერთი საუკუნის წინ იუნკრებმა და პირველმა ოფიცრებმა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში აჩვენა. დღეს თქვენ ხართ ეს თაობა. თაობა, რომელიც უნდა გახდეს ასეთივე ღირსეული წინაპარი ყველა მომავალი თაობისთვის. საფიცარი, საჩვენებელი და საამაყო წინაპარი. ამას გისურვებთ სწორედ, ზუსტად ისევე საუბრობდნენ თქვენზე 50-60 წლის შემდეგ, ერთი საუკუნის შემდეგ როგორც დღეს ვსაუბრობთ ჩვენ დღეს იმ პირველ იუნკრებზე, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლებიდან“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)