2018-06-04 09:13:19, 2432 ნახვა
საზოგადოება
მემანქანეები გაიფიცნენ - მეორე დღეა თბილისის ყველა მეტროსადგური დაკეტილია
მემანქანეების გაფიცვის გამო, დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია. გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება.
მეტროსადგურებში მგზავრებს დღეს შემდეგი შინაარსის აბრა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“.
"დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია, "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო", - ნათქვამია "ერთობა 2013"-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-ით გაზრდის მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში იმყოფებან და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას არ შეწყვეტენ.
ავტორი: ,