2018-06-03 16:57:30, 998 ნახვა
საზოგადოება
თუ აქაც დავინახავ მარტო ხალხს, მოვალ - ზაზა სარალიძემ ვაკის პარკის ტერიტორია დატოვა
ზაზა სარალიძემ, სახალხო დამცველთან ერთად ვაკის პარკის ტერიტორია დატოვა.
მას ახალგაზრდებმა მოუწოდეს არ დაეტოვებინა აქცია. თუმცა მისი თქმით, ის სახლში წავიდა და ამის მიზეზად ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
თუმცა, მალევე განაცხადა, რომ ის იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ აქციაზე მარტო ხალხს დაინახავდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ დაინახა სარალიძემ, მან პასუხი არ გასცა.
სარალიძეს არ დაუკონკრეტებია დაბრუნდება თუ არა ის ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე. არც ის უთქვამს, მივა თუ არა პარლამენტთან, 18:00 საათზე პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილ მიტინგზე.
ავტორი: ,