|
2018-06-02 22:34:56, 1324 ნახვა
სამართალი
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 მოზარდი და 1 მასწავლებელი გამოიკითხა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღეს 5 მოზარდი და 1 მასწავლებელი გამოიკითხა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. არასრულწლოვნების გამოკითხვას მშობლები და მათი ადვოკატები ესწრებოდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქმის მოწმეები გამოძიებას გარკვეული დოზით აწვდიან ინფორმაციას და ახალი გარემოებები იკვეთება. „ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. ვფიქრობ, მხოლოდ მოწმეების დაკითხვაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ამ საქმეზე უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისა და მოწმეების ჩვენება, ვინც გარკვეული დოზით ინფორმაციას ფლობს ამ საზარელ მკვლელობაზე“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პროკურატურიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. გამოძიებას პირადად შს მინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)