|
2018-06-02 12:31:59, 1189 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ქევხიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ქევხიშვილომა განმარტა, ის თანამდებობას ტოვებს რათა ყველა ძიუდოისტს მიეცეს საშუალება საქმე მშვიდ გარემოში შეასრულოს. "ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რათქმაუნდა აქამდეც შემოძლო ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არგახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნისგანმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას", - წერს დავით ქევხიშვილი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვირის განმავლობაში ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდნენ. როგორც ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი აცხადებდა, ქევხიშვილი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავდა და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. სპორტსმენებმა რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომაზე უარს აცხადებდა. აღსანიშნავია, რომ გუშინ გაფიცულ ძიუდოისტებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღმაშენებლის გამზირზე ფედერაციის ვიცი-პრეზიდენტმა ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა ჟორჟოლიანი დააკავეს, დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)