12:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 11:51:19, 2273 ნახვა

მსოფლიო
The Wall Street Journal: თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ამზადებს

თეთრი სახლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ამზადებს, - ამის შესახებ The Wall Street Journal სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პარასკევს ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ ჰუნტსმანი ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა პრეზიდენტების შეხვედრის დაგეგმვაში მიეღო მონაწილეობა.

წყაროს განცხადებით, შეხვედრის დაგეგმვის პროცესი ჯერ ადრეულ სტადიაზეა, რადგან ქვეყნები ჩატარების ადგილსა და თარიღზე უნდა შეთანხმდნენ.

მედიის ცნობით, პრეზიდენტების ნებისმიერი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები სირია, უკრაინა და ბირთვული იარაღი იქნება. ტრამპისა და პუტინის აღნიშნული შეხვედრა იქნება რიგით მესამე, მას შემდეგ რაც რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა პოსტი დაიკავა.

მანამდე ამერიკაში რუსეთის ყოფილმა ელჩმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონში ჯერ კიდევ 20 მარტს მიიწვია, როდესაც ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics