|
2018-06-02 11:03:45, 1620 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მაისის თვეში მგზავრთნაკადის რეკორდული, 37 %-იანი ზრდა დაფიქსირდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. მაისის თვეში ქუთაისის აეროპორტი 52,631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 %-ით მეტია (38, 417 მგზავრი). რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით რეკორდული ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 %-ით მეტია (149 რეისი). 2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 171 064 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანია ვიზეარის ახალი, ბაზირებული რეისების დამატების შემდეგ მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. “მაისის თვეში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გასულ თვეებთან შედარებით შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. 37 %- იან ზრდას რა თქმა უნდა, 5 ახალ ბაზირებულ რეისს ვუკავშირებთ, რომლებსაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი 17 მაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით, მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ასრულებს. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს. ივნისის თვეში მგზავრთნაკადის საგრძნობლად გაზრდას ველოდებით“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.
(NS)
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)