15:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 11:58:09, 443 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: მერიაში 500-მდე ადამიანი უკანონოდაა დასაქმებული

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე დედაქალაქის მერიაში მიმდინარე უკანონო საკადრო პოლიტიკაზე საუბრობს.

როგორც მან საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის 500-მდე ადამიანი, რომლებიც დეკემბერში ჩატარებულ ტესტირებაში ჩაიჭრნენ, მერიაში ამ ეტაპზე უკანონოდ არიან დასაქმებულები.

აბესაძის თქმით, ეს ადამიანები მერიაში მოვალეობის შემსრულებლებად თებერვალში დაინიშნენ და მათ საქმიანობის უფლებამოსილების ვადა გუშინ ამოეწურათ. როგორც საკრებულოს დეპუტატი განმატავს, კანონის თანახმად უფლებამოსილების შემსრულებლად 3 თვის ვადით ინიშნებიან.

„თბილისის მერია კვლავ ავლენს უპასუხისმგებლო და ტენდენციურ დამოკიდებულებას საკადრო პოლიტიკის გატარების მიმართულებით. გუშინ ფაქტობრივად ამოიწურა ის ვადა, რომლის განმავლობაშიც მერიაში დანიშნულ მოვალეობის შემსრულებელს, რომელთა უმრავლესობა „ქართული ოცნების“ წვრების ნათესავები და მეგობრები არიან, უნდა გაევლოთ კონკურსი. სხვა შემთხვევაში უნდა დაეტოვებინათ თანამდებობები“, - აღნიშნა აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics