15:47 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 11:41:43, 1071 ნახვა

პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ შეფასების ანგარიშში მოცემულ გარკვეულ შენიშვნებს არ იზიარებს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების „ქართული ოცნების“    ორ წლიანი მმართველობის ანგარიშში მოცემულ გარკვეულ შენიშვნებს არ იზიარებს. 

როგორც ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, არ ეთანხმება მოსაზრებს  არაფორმალური მმართველობის თაობაზე.

გარდა ამისა, მაია ცქიტიშვილი არ იზიარებს არასამთავრობოების  შენიშვნას მთავრობაში კოორდინაციის პრობლემასთან  დაკავშირებით.

„ჩვენ საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ საჯარო სამსახურის რეფორმირების პროცესში ესეც არის ერთ-ერთი შენიშვნა, რაც არის ანგარიშში და რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ძალიან ვაფასებთ იმ შესაძლებლობას, რაც არასამათვრობოებმა მოგცეს, რომ გაგვეხილა წინასწარ, სანამ პრეზენტაცია იქნებოდა, შესაბამისად არასამთავრობოებთან ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა  და ჩვენ ასევე მოვამზადეთ კომენტარები ამ ანგარიშზე. მთავრობაში კოორდინაცის პრობლემასთან  დაკავშირებით შენიშვნას არ ვიზიარებთ, დღეს ქვეყანას ინსტიტუტები  მართვენ და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ეს სამწუხაროდ გვქონდა. ვფიქრობთ კოორდინირებულია მთავრობა,   უწყვეტად  მუშაობენ, გამართულად მიმდინარებს მუშაობა“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთვრობო  ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, ადამიანის  უფლებათა ცენტრმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის  ცენტრმა, იდენტობამ,  ინფორმაციის თავისუფლების  განვითარების   ინსტიტუტმა, კონსტიტუციის 42-მუხლმა,  მრალფეროვანმა საქართველომ,  მწვანე ალტერნატივამ, პარტიორობა  ადამიანის უფლებებისთვის, საერთაშორი  გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ  და ფონდ ღია საზოგადოება საქართველომ.

ცნობისთვის, საქართველოში მოღვაწე 12 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული  ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელს აფასებს. კონფერეცია „თბილისი მარიოტში“  ამ წუთებში მიმდინარეობს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე  მეტ სფეროს ეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics